ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პრეზენტაცია

ღონისძიებები

2 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება საქართველოში პირველი თანამედროვე საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი, რომელიც დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველ და უცხოელ მკვლევართა ხელმძღვანელობით იმუშავებს მონაცემთა ანალიზის, დიდი მონაცემების დამუშავების ხელსაწყოების გამოყენების, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შექმნისა და დანერგვის მიმართულებით. 

თანამედროვე სამყაროში საკვანძო მნიშვნელობა აქვს მონაცემებიდან ინფორმაციის მიღებისა და მის საფუძველზე ცალკეული პროცესისა თუ მოვლენის შესახებ ახალი ცოდნის შექმნას, რაც საუნივერსიტეტო განათლების აუცილებელი კომპონენტია.

ცენტრის უპირველესი დანიშულებაა მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით სტუდენტთა მომზადება, ასევე კვლევითი პროექტების განხორციელება, რაც ილიაუნის მკვლევრებს საშუალებას მისცემს ცენტრალიზებული მართვისა და დაშვების სისტემის საშუალებით გამოიყენონ მისი, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე გამოთვლითი და მონაცემთა სანახის რესურსები.
პრეზენტაციაზე საუბარი შეეხება ინფორმაციულ საზოგადოებაში ციფრულ ტრანსფორმაციას, განხილული იქნება, როგორ შეიძლება თანამედროვე უნივერსიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ ბიზნესსფეროს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

ცენტრში დაგეგმილ სასწავლო და კვლევით საქმიანობას წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ერეკლე მაღრაძე.

მოხსენებებით გამოვლენ:

  • ერეკლე მაღრაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი;

  • ნანა დიხამინჯია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით;

  • ვინჩენცო ლაგანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოინფორმატიკის მიმართულებით;

  • სანდრო ასათიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მაია თოდუა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის ფიზიკის მიმართულებით.


დრო: 2 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები