ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ფაბლაბ ილიაუნის დრონის საპილოტე კურსი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას დრონების ტრენინგკურსზე, რომელიც დაგეხმარებათ გაერკვეთ დრონების მთავარ კომპონენტებსა და ნაწილებში, ასევე გაჩვენებთ, როგორ იქმნება და მზადდება დრონი საფრენად. 

პროექტი ხორციელდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ EDUCATIONAL FOR DRONE (eDRONE)-ის ფარგლებში. 

კურსი შედგება 10 ინტენსიური სამუშაო კვირისგან – სტუდენტები ისწავლიან დრონის ინჟინერიისა და სამოქალაქო აპლიკაციის ასპექტებს, ასევე მიიღებენ დრონის შექმნისა და მართვისთვის  საჭირო ცოდნასა და კომპეტენციას. კურსის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან დრონებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და გამოყენებას, გაეცნობიან დრონის მიმდინარე სამართლებრივ შეზღუდვებასა და წესებს. 

სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/2RZ5T1g

ტრენინგები დაიწყება 4 თებერვლიდან. 

დრო: სამშაბათი, ხუთშაბათს, 19:00 საათი 


კურსის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ: 

  • გაეცნოთ დრონებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ტერმინოლოგიას; 
  • აღწეროთ და დაადგინოთ დრონის საერთო კომპონენტები; 
  • ახსნათ დრონის სხვადასხვა ღერძზე დამოკიდებულება და მათი ურთიერთქმედება; 
  • გაიგოთ FPV-ს მახასიათებლები; 
  • მიიღოთ ზოგადი ცოდნა დრონის საბოლოო აწყობაზე;
  • გაიგოთ აღჭურვილობისა და პროგრამის შესახებ, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება გასაზომად და მონიტორინგისთვის; 
  • გაიგოთ დრონის სამოქალაქო აპლიკაციის შესახებ; 
  • საჭირო ტექნიკური საკითხები; 
  • გაიგოთ მეწარმეობის ძირითადი საფუძვლები, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენი იდეა სიცოცხლისუნარიან ბიზნესად აქციოთ.

კურსი შედგება შემდეგი მოდულებისაგან: 

  • დრონის არქიტექტურა 
  • დრონის ავიონიკა 
  • პილოტური ტექნიკა 
  • დრონების აღჭურვილობა გაზომვებისა და მონიტორინგისთვის 
  • გაზომვების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება 
  • დრონის შენახვა 
  • სამოქალაქო აპლიკაციები 
  • სამართლებრივი რეგულაციები 
  • მეწარმეობა 
ბანერები