ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბი აცხადებს წევრთა მიღებას

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა დებატების კლუბი.

ილიაუნის დებატების კლუბის წევრებს არჩევენ წელიწადში ერთხელ კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, ორსაათიან ტრენინგებს ჩაატარებენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისმაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. დებატების კლუბის სრული პროგრამა იხილეთ აქ.

კლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ საჯარო დებატებში, ტურნირებში, დისკუსიებში; დაესწრებიან შეხვედრებს ექსპერტებთან; მიიღებენ დებატების მსაჯობის გამოცდილებას და ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

კურსის გავლის შემდეგკლუბის წევრებს გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ილიაუნის დებატების კლუბის პარტნიორია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი.

კლუბის მიზანი:

ილიაუნის სტუდენტების მრავალმხრივი განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართვა.

კლუბის ფუნქციები და მოვალეობები:

  • ილიაუნის სტუდენტებს შორის ყოველწლიურად კონკურსის წესით, დებატების კლუბის მუდმივი 25 წევრის შერჩევა;

  • მათთან ყოველკვირეული 2-საათიანი შეხვედრა პროფესიონალი ტრენერ-კონსულტანტების მონაწილეობით;

  • უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით სასწავლო წლის განმავლობაში 4-ჯერ საჯარო დებატების გამართვა აქტუალურ თემატიკაზე;

  • კლუბის მუდმივი წევრების ჩართვა დებატების საუნივერსიტეტო და რესპუბლიკურ ტურნირებში;

  • ექსპერტებთან შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა აქტუალურ თემებზე;

  • დებატების კლუბის აქტიური წევრების ჩართვა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებში, კერძოდ, სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში;

  • კლუბის გამოცდილი, აქტიური წევრების მსაჯის ფუნქციით ჩართვა დებატებში;

  • დებატების კლუბის წევრებისთვის სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარება და მათი სერტიფიცირება;

  • გასვლითი სკოლების ორგანიზება;

  • დებატების შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატის ორგანიზება.

კონკურსის წესით შერჩეული კლუბის მუდმივი წევრები გაივლიან დებატების კლუბის სრულ პროგრამას და მიიღებენ სერტიფიკატს.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • საკმარისიაიყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის (ნებისმიერი პროგრამის) სტუდენტი;

  • შეავსო ელექტრონული აპლიკაცია არაუგვიანეს 2019 წლის 30 მარტისა.

  • სააპლიკაციო ფორმა იხ. ბმულზე: http://bit.do/eMgqZ

იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ დებატების კლუბის წევრი, გვეწვიეთ ილიაუნის დებატების კლუბის საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება

22 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში.


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: სოფო ვეფხვაძე

ტელ.: 599 733 306

ელფოსტა: gedebate@gmail.com


ბანერები