ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალურ კამპანიას

ღონისძიებები

13 ივნისს, 14:00-17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ გაიმართება ჰიპერტენზიის სკრინინგის გლობალური კამპანიის ღონისძიება „მაისის გაზომვის თვე“.

კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მისი მიზანია მოსახლეობის სკრინინგი მომატებული არტერიული წნევის – ჰიპერტენზიის გამოსავლენად, ასევე ამ დაავადების რისკების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

აქციის დროს შერჩეულ ადგილას დაიდგმება სპეციალური კარავი, სადაც MMM საქართველოს წარმომადგენლის, დალი ტრაპაიძის, მენტორობით მოხალისე სტუდენტები, რომელთაც გაიარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის NCDC ტრენინგი, შეხვდებიან მოსახლეობას, შეავსებენ ეპიდემიოლოგიურ კითხვარს, სამჯერ გაუზომავენ მათ არტერიულ წნევას, უპასუხებენ შეკითხვებს, მიაწვდიან ინფორმაციას ჰიპერტენზიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე და გააცნობენ საინფორმაციო მასალებს/ბუკლეტებს. 

2023

ბანერები