II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“
ღონისძიებები
10-12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება II საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“.
კონფერენციის მთავარი თემაა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ და ის ეძღვნება დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობს 50 მეცნიერი 16 ქვეყნიდან: საქართველო, დანია, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლიეტუვა, ნორვეგია, ფილიპინები, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
ქართველი მეცნიერები წარმოადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს.
კონფერენციაზე დაგეგმილია 11 სამეცნიერო სესია, მათ შორის 3 პლენარული სხდომა. კონფერენციაში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები და მაგისტრანტები, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან.
საერთაშორისო კონფერენცია „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დაარსდა 2022 წელს და მისი მიზანია საქართველოში შექმნას ფორუმი თანამედროვე ლექსიკოგრაფიის აქტუალურ საკითხებზე სამსჯელოდ. კონფერენცია იმართება ორ წელიწადში ერთხელ, პირველი კონფერენცია 2023 წელს ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციის ორენოვანი პროგრამა
კონფერენციის მოხსენებათა თეზისების ორენოვანი კრებული
ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო ენა: ინგლისური
კონფერენციის გახსნა: 10 ოქტომბერი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025