ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იდიომური გამოთქმების ლექსიკონის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება იდიომური გამოთქმების ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია. ლექსიკონი მოიცავს იდიომების მონოლინგვურ (ქართულ) და ორმიმართულებიან ბილინგვურ (ქართულ-ახალბერძნული, ახალბერძნულ-ქართული) ბლოკებს. ლექსიკონი განთავსებულია საერთაშორისო ონლაინ-ლექსიკონების პორტალზე: Lexilogos http://www.lexilogos.com/english/

ქართულ ლექსიკოგრაფიაში ეს არის პირველი ორენოვანი ონლაინ-ლექსიკონი, რომელშიც დაინერგა „გაფართოებული ძებნის“ ახალი ფუნქცია და ტრანსკრიბირების ველი, რომლებიც უზრუნველყოფს ნებისმიერი შესაძლო ფორმით სიტყვის მოძებნას ლექსიკონში. ამ ფუნქციებით ორენოვანი (განსაკუთრებით, ქართულ-უცხოური) ელექტრონული ლექსიკოგრაფიათვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.

პროექტი მომზადდა 2014-2017 წლებში ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ლექსიკონის შექმნაში მონაწილეობდნენ შუქია აფრიდონიძე, ირინა ლობჟანიძე (პროექტის ხელმძღვანელი), სოფიო შამანიდი, სვეტლანა ბერიკაშვილი და ირაკლი გუნია.

დრო: 30 მაისი, 18:00 საათ

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ლიგამუსი (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები