ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იბოგაინის ევროპული ფორუმი

ღონისძიებები

5, 6, 7 დეკემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება  იბოგაინის ევროპული ფორუმი. ფორუმზე თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი  მკვლევრები და მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ იბოგაინის თერაპიულ ეფექტებს სხვადასხვა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იბოგაინი ბუნებრივი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელიც იბოგას ოჯახის (Tabernanthe iboga) მცენარეებში გვხვდება და პოზიტიურ სამკურნალო ეფექტს გვაძლევს ადიქციების, ბიპოლარული აშლილობის, პოსტტრავმატული სტრესული აშლილობებისა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების შემთხვევაში.ფორუმის მიზანია, სამეცნიერო და სტუდენტურ წრეებში იბოგაინისაგან მიღებულ მედიკამენტებსა და თერაპიულ მიდგომებზე სადისკუსიო სივრცის შექმნა და ამ მიმართულებით შემდგომი კვლევების განვითარების ხელშეწყობა.  ფორუმი იქნება საინტერესო და დამატებითი აქტივობა  პროფესიული ინტერესისა და კვლევითი თვალსაწიერის გაფართოებისათვის. 

ფორუმი ტარდება დავით სუბელიანის, საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოების, ადიქციის კვლევების ინსტიტუტისა და Ibogaine for the World -ის ორგანიზებით.

დრო: 5, 6, 7 დეკემბერი, 10:00 საათი.

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამუშაო ენა არის ინგლისური/ქართული. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.  

დასწრება თავისუფალია!

ბანერები