ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექცია: Python დეველოპმენტი

ღონისძიებები

2 ნოემბერს, 19:00 საათზე, კიბერლაბორატორია ,,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში  AnimaChatbotics-ის Python Developer-ი თემურ ჩიჩუა ისაუბრებს Python დეველოპმენტის შესახებ. 

ლექციის შესახებ

ხშირად აწყდები ხოლმე კიბერ სამყაროში ვებაპლიკაციებს  ან თამაშებს? ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრია როგორ და ვინ ქმნის? 

სწორედ პითონია ერთ-ერთი ის ენა, რომელზე მომუშავე ადამიანები ახდენენ ამ საოცრებებს და ვერც კი წარმოიდგენ კიდევ რამხელა შესაძლებლობები გააჩნია.

თუ ახალი ენების შესწავლა გიყვარს უნილაბის Python დეველოპმენტის კურსი შენთვისაა.

მანამდე კი ღია ლექციაზე შემოიხედე, სადაც თემურ ჩიჩუა გაგაცნობს თავის თავგადასავალსა და ცოდნას პროგრამირების სამყაროს შესახებ.

სპიკერის შესახებ

თემო AnimaChatbotics-ის მოქმედი Python Developer-ია და მუშაობს რამდენიმე სხვადასხვა კომპიუტერულ მიმართულებაზე Image Processing, Natural Language Processing, Hardware Development, Data analysis, Web Services პითონის გამოყენებით. 

საინტერესოდ ჟღერს? 

დრო: 2 ნოემბერი , 19:00 საათი 

ადგილმდებარეობაუნილაბის facebook გვერდზე.



ბანერები