ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იაპონიის ელჩის საჯარო ლექცია „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“

ღონისძიებები

იაპონიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 21 მაისს, 15:00 საათზე, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება იმამურა აკირა გამართავს საჯარო ონლაინლექციას თემაზე: „იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები“ (Japan’s Post-War Success and Challenges).

იმამურა აკირა ტოკიოს უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა 2020 წლის დეკემბერში. სხვადასხვა წელს მუშაობდა იაპონიის მისიებში ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, კანადასა და რუსეთში.

ლექცია ჩატარდება Zoom-ის ფორმატში.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/33PD4La 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 21 მაისი, 15:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2021 წელი

ბანერები