ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იაპონელი ქართველოლოგის, ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

21 მაისს, 17.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება იაპონელი მეცნიერის, ჰიროტაკე მაედას საჯარო ლექცია.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს იაპონიისა და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი ეპოქის შედარებასა და მსგავსება-განსხვავებების წარმოჩენაზე; საუბარი შეეხება ზოგიერთი ქართველი და იაპონელი ისტორიული პირის მოღვაწეობის საკვანძო საკითხებს.

მომხსენებლის შესახებ

ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰიროტაკე მაედა არის ქართველოლოგი, ისტორიკოსი. იგი დიდი ხანია თანამშრომლობს გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტსა და საქართველოს სხვა სამეცნიერო ცენტრებთან. მეცნიერი იკვლევს საქართველო-ირანის ურთიერთობებს, უპირველესად კი ქართველების მოღვაწეობას ირანში XVI-XVII საუკუნეებში. პროფესორი მაედა კარგად ფლობს ქართულს. არაერთხელ მონაწილეობდა საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ღონისძიებებში, წაკითხული აქვს მოხსენებები საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჰიროტაკე მაედა არაერთი პუბლიკაციის ავტორია, რომლებიც გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის აღსანიშნავია 2008 წელს ქართულად გამოცემული წიგნი „ქართველები სეფიანთა ირანში.“

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 21 მაისი, 17.00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები