ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იაპონელი მევიოლინის, კენ აისოს, მასტერკლასი

ღონისძიებები

13 ივნისს, ორშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ცნობილი იაპონელი მევიოლინის, კენ აისოს, მასტერკლასი. სტუმარი შეასრულებს და გააანალიზებს ილიაუნისა დაკონსერვატორიის სტუდენტი-კომპოზიტორების მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ სავიოლინო კომპოზიციებს.

ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, საერთაშორისო რანგის მევიოლინე, კენ აისო, დღევანდელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მუსიკოსი. ის განთქმულია არა მარტო ულამაზესი ბგერით, არამედ იმ საოცრად ინტიმური ატმოსფეროს შექმნის უნარით, რომლითაც ასე ხიბლავს მსმენელს.

კენი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ის მრავალი განთქმული საკონცერტო დარბაზის, საერთაშორისო ფესტივალის, ზაფხულის სკოლის მონაწილეა. იაპონიის, ევროპისა და ამერიკის გარდა, ის საქართველოს, მოლდოვას,სერბეთისა და ყაზახეთის ხშირი სტუმარიცაა.

დღეს კენ აისო ვიოლინოსა და ალტზე დაკვრას ასწავლის ლოს-ანჯელესის Loyola Marymount უნივერსიტეტსა და რივერსაიდის La Sierra უნივერსიტეტებში. კენი ერთ-ერთი დამაარსებელია Soundness ფესტივალისა, რომლის მიზანი საზოგადოებაში კლასიკური მუსიკის, როგორც სამკურნალო საშუალების, შეცნობის გაღვიძებაა. ის განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს პატარებთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ამ მისიით კენიბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს, კერძოდ კი გრემის თემს, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უზიარებს თავის ხელოვნებას.

დრო: 13 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები