ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

იაპონელი და თურქი მეცნიერების სამუშაო შეხვედრა: "ევოლუციური და ბიოგეოგრაფიული კვლევები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში"

ღონისძიებები

21 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი, იაპონიისა და თურქეთის უნივერსიტეტებიდან მოწვეული ევოლუციური ბიოლოგებისა და ეკოლოგების მონაწილეობით, გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე: "ევოლუციური და ბიოგეოგრაფიული კვლევები ახლო და შორეულ აღმოსავლეთში". შეხვედრის ბოლოს გათვალისწინებულია დისკუსია.

შეხვედრის განრიგი და თემატიკა

დრო: 16:00-16:10 საათი
მისალმება: დავით თარხნიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

დრო:16:10-16:40 საათი
მომხსენებელი: ალექსეი იანჩიკოვი (ბულენტ ეჯევიტის უნივერსიტეტი, ზონღულდაკი, თურქეთი)
თემა: ჰიბრიდული ზონები ცენტრალურ ევროპაში: ბაყაყებიდან თაგვებამდე

დრო: 16:45-17:15 საათი
მომხსენებელი: ფერათ მათური (ბულენტ ეჯევიტის უნივერსიტეტი, ზონღულდაკი, თურქეთი)
თემა: ანატოლიის ბიოგეოგრაფია მცირე ძუძუმწოვრების მაგალითზე

დრო: 17:15-17:45 შესვენება

დრო: 17:45-18:15 საათი
მომხსენებელი: რიუში მაშიდა (ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, იაპონია)
თემა: თანამშრომლობის პერსპექტივები ჰოკაიდოს უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

დრო: 18:20-18:50 საათი
მომხსენებელი: იოშიჰორი ნიშიტა (ასისტენტ-პროფესორი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, იაპონია)
თემა: გენეტიკური ცვალებადობა MHC კლას II-ის DRB გენებში კვერნისნაირებში: კუნძულოვანი და კონტინენტური პოპულაციების შედარება

დრო: 18:55-19:25 საათი
მომხსენებელი: დაისუკე ჰირატა (დოქტორანტი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი)
თემა: მურა დათვის (Ursus arctos) მოლეკულური ფილოგეოგრაფია აზიის კონტინენტზე, დაფუძნებული სრული მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლაზე

დრო: 19:30 საათი
დისკუსია

სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის დრო: 21 მარტი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია
(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)

დასწრება თავისუფალია!

Workshop "evolutionary and biogeography studies in Anatolia and Far East"

schedule:
16:00-16:10 - Welcome, David Tarkhnishvili (Ilia State University)
16:10-16:40 - Alexey YANCHUKOV (Bülent Ecevit Üniversity, Zonguldak, Turkey). Hybrid zones in Central Europe: frogs to mice.
16:45-17:15 - Ferhat MATUR (Bülent Ecevit Üniversity, Zonguldak, Turkey). Biogeography of Anatolia, with the Emphasis of small mammals
17:15-17:45 - Coffee break
17:45-18:15 - Ryuichi MASUDA (Hokkaido University) Future collaborations between our graduate schools
18:20-18:50 - Yoshinori NISHITA (Hokkaido University) Genetic variation of the MHC class II DRB genes among mustelids: a comparison of the insular populations with the related continental ones.
18:55-19:25 - Daisuke HIRATA (Hokkaido University) Molecular phylogeography of the brown bear (Ursus arctos) in Asia, revealed by complete mitochondrial DNA sequences.
19:30- Discussion




ბანერები