ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ია ბერსენაძის „ქალი კლავს“ - პიესის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი გიწვევთ ია ბერსენაძის პიესის - „ქალი კლავს“ - წარდგენაზე.

ოჯახური ძალადობა, როცა მოძალადე ქალია, ხოლო მსხვერპლი - მამაკაცი. მოძალადე ცოლებისა და დედების თემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დატაბუირებულია მთელ მსოფლიოში. ასეთი ქალები ხშირად სიყვარულის, ერთგულების, ოჯახის შენარჩუნებისა და ტრადიციული ფასეულობების ნიღაბსამოფარებულნი მოქმედებენ. სინამდვილეში კი მანიპულირებენ, ეჭვიანობენ, თავისუფლებას უზღუდავენ და პიროვნულად ანგრევენ მათ მეუღლეებსა და შვილებს;ამის მიზეზი კი ეგოიზმი, არასრულფასოვნების კომპლექსი და მარტოობის შიშია. მათ საკუთარი შვილებისა და ქმრების ბედზე მეტად მანკიერი საზოგადოებრივიაზრი აწუხებთ. ეს პიესა ტრადიციულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ბევრ ნორმას ეჭვის ქვეშ აყენებს, რადგან იქ, სადაც ადამიანი ბედნიერი არარის, ყველაფერი თავსმოხვეული და დამთრგუნველი პირობითობა ხდება.

დრო: 31 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები