ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰუ ბოს ფილმის „სპილო მშვიდად ზის“ ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

10 მაისს, პარასკევს, 19:30 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ჩინელი რეჟისორის, ჰუ ბოს ფილმს „სპილო მშვიდად ზის“. სურათი ამავე რეჟისორის ნოველის, „უზარმაზარი ბზარი“ ეკრანიზაციაა, რომელმაც 2018 წლის ბერლინის კინოფესტივალზე FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება) პრიზი მიიღო.

ჰუ ბომ ფილმის დასრულების შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ჩინეთის ქალაქ მანჟულში ოთხი ადამიანის ცხოვრება იკვეთება.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

რეჟისორი: ჰუ ბო

წელი: 2018

ხანგრძლივობა: 3 საათი, 50 წუთი

გახმოვანება: ორიგინალი, ინგლისური სუბტიტრებით

დრო: 10 მაისი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


ბანერები