


HR.ge-ს ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018
ღონისძიებები
პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს „ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018“ .
აღნიშნული ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:
- დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
- შეავსონ CV ონლაინ;
- ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
- გამოეხმაურონ ონლაინ – გაგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
- მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე რეგიონის მიხედვით: აღმოსავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairTbilisi;
დასავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairBatumi
ღონისძიებების კალენდარი:
ონლაინ დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს 1 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
ღონისძიება: თბილისი – 8 ივნისი, 11:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: 032 2 193333 (130).
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30.