ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

hp-ს 3D ოთახის გახსნა

ღონისძიებები

11 დეკემბერს, 17:00-ზე, hp-ს 3D ოთახი ოფიციალურად გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. hp-ს 3D ოთახი აღჭურვილი იქნება უახლესი hp კომპიუტერებით. hp-ს ოთახის გახსნა კავკასიის რეგიონში პირველი პრეცედენტია.

ღონისძიებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი წარადგენს თავის უახლეს სტრატეგიას: „3D-დან 4D-მდე“. სტრატეგიის მიხედვით საინჟინრო ფაკულტეტის ყველა პირველკურსელი გაივლის 3D მოდელირების კურსს.

hp-ს 3D ოთახი გაწყობილი იქნება საინჟინრო ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამების კრეატიული და საინფორმაციო პოსტერებით.hp-ს 3D ოთახის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან: ილიაუნის აკადემიური და ადმნისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, hp-ს ოფიციალური წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

ღონისძიებაზე მოხდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტის დაჯილდოვება hp-ს წარმომადგენლების მხრიდან.

ბანერები