ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიაზე გაცილებით ადრე გამოჩნდნენ – ახალი აღმოჩენები ზემო იმერეთის ორთვალა კლდის მღვიმეში
ღონისძიებები
3 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ზემო იმერეთის ორთვალას კლდის მღვიმეში ილიაუნის არქეოლოგების ჯგუფის ახალი აღმოჩენების პრეზენტაცია.
ზემო იმერეთის ორთვალა კლდის ერთ-ერთი მღვიმური სადგომის თანამედროვე მეთოდებით კვლევისას ილიაუნის არქეოლოგთა ჯგუფმა პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ჰომო-საპიენს საპიენსების ნაშთები ნეანდეტალელების ნაშთებთან ერთად. მეცნიერების აზრით, ეს ნიშნავს, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები საქართველოს ტერიტორიასა და, ზოგადად, რეგიონში გაცილებით ადრე გამოჩნდნენ, ვიდრე ეს ოდესმე ვინმეს უვარაუდია.
ამასთან დადგინდა, რომ ჰომო-საპიენს საპიენსები იყენებდნენ ისეთივე ქვის იარაღების დამზადების შუა პალეოლითურ, მუსტიერულ ტექნოლოგიას, როგორსაც ნეანდერტალელები.
ორთვალა კლდეში, 43 000 წლის წინანდელ ფენაში, მკვლევრების კიდევ ერთი მოულოდნელი აღმოჩენაა მაკაკას ნაშთი, რომელიც, მეცნიერთა აზრით, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს პალეოეკოლოგია თავიდან არის შესასწავლი.
დრო: 3 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.