ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ღონისძიებები

29 იანვარს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: ჰოლოკოსტის შესახებ განათლება – ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა

დღის წესრიგი:

13:00 – მისალმება

  • ნინო ლომჯარია – საქართველოს სახალხო დამცველი;
  • გიგა ზედანიაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
  • მარინა სოლომონიშვილი – ფონდ „ლეას“ ხელმძღვანელი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ებრაული თემის წარმომადგენელი.

ლექცია

ლევან ბერძენიშვილი: „პრიმო ლევი – საკონცენტრაციო გამოცდილება“.

ღონისძიებას დაესწრებიან სტუდენტები, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადამიანები.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 29 იანვარი, 13:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები