ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰეზერ უაითის ტრენინგი ფსიქოლოგებისა და სპეციალური პედაგოგებისათვის

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან ბაღისა და სკოლის გარემოში მომუშავე ფსიქოლოგებისა და სპეციალური პედაგოგებისათვის.

ტრენინგის თემები:

  • სასწავლო გარემოს მოწყობა ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპების ბაღის და სკოლის გარემოში გამოყენება;
  • ქცევაზე მუშაობა ბაღის და სკოლის გარემოში.

დრო: 24-25 ნოემბერი, 14:00-19:00

ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ტრენინგზე დასწრებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები