ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰეზერ უაითის ტრენინგი აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებისთვის.

ტრენინგის თემები:

  • აუტიზმის მიმოხილვა;
  • ქცევის გამოყენებითი ანალიზის გამოყენება აუტიზმთან მიმართებაში;
  • პრობლემური ქცევების შემცირება სახლის გარემოში.

დრო: 23 ნოემბერი, 14:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

ტრენინგზე დასწრებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ბანერები