ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰეზერ უაითის საჯარო ლექცია: სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით

ღონისძიებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად მორიგ პროექტს ახორციელებს. 21-26 ნოემბერს, „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ინსტიტუტს სტუმრობს ჯეიმს მედისონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, ამერიკის ქცევის ანალიტიკოსთა საბჭოს მიერ სერტიფიცირებული, ქცევის ლიცენზირებული ანალიტიკოსი ჰეზერ უაითი, რომელიც წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სწავლის პროცესისგან სიამოვნების მიღება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეშვეობით“.

დრო: 25 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები