ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4 აპრილს, ორშაბათს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას "განმანათლებლობიდან წამოსული კრიტიკის არა-განმანათლებლური ტონი: დიდრო, ლიხტენბერგი, გოია და მოცარტი".

ჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, როგორც ფრანგული, ესპანური, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი, რომელსაც ეკუთვნის წიგნები: "ფილოლოგიის ძალა", "1926. ცხოვრება დროის ზღვარზე", "ათლეტური მშვენიერების ქება", "დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი". "დასწრებულობის წარმოება" და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები.  

ლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში "კრიზისი და კრიტიკა", რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“.

დრო: 4 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები