ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ჰაიდელბერგცემენტის" კონკურსის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ორშაბათს, 27 იანვარს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შედგება შეხვედრა კომპანია ჰაიდელბერგის წარმომადგენლებთან, რომლებიც სტუდენტებსა და ლექტორებს გააცნობენ ინფორმაციას მიმდინარე კონკურსის Quarry life award-ის შესახებ. კონკურსის მთავარი თემაა ბიომრავალფეროვნების მართვა ჰაიდელბერგის კარიერებზე.
 
შეგახსენებთ რომ, საუკეთესო საპროექტო წინადადებისთვის პრიზი 30 000 ევროს შეადგენს! ეროვნული ჟიურის წევრები არიან:

ხათუნა გოგალაძე -საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;
პროფესორი დავით თარხნიშვილი - ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
გიორგი ლებანიძე - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ წარმომადგენელი);
თამაზ გამყრელიძე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელი;
ირაკლი მახარობლიძე - ჰაიდელბერგცემენტის გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი.

 საპროექტო წინადადების (მაქსიმუმ 3 გვერდი) წარდგენის  წარდგენის ვადა 1 მარტი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/quarrylifeawardgeorgia, ხოლო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვებ-გვერდს www.quarrylifeaward.ge.

ბანერები