ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

UNHCR-ის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის, ჰაი შელოუს, საჯარო ლექცია: მშვიდობა და უსაფრთხოება

ღონისძიებები

4 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) UNHCR-ის რეგიონალური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ჰაი შელოუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: მშვიდობა და უსაფრთხოება. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები - საფრთხე რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის.

ჰაი რუბინ დოვედ შელოუ დაიბადა 1961 წელს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში (UNHCR) მოღვაწეობა დაიწყო 1993 წელს ჰონკონგში. სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლონეთში, შვეიცარიაში, აღმოსავლეთ ტიმორში, კანადაში, სამხრეთ სუდანში,საქართველოში კი იმყოფებოდა 1997-1999 წლებში. ბატონი შელოუ ამჟამად რეგიონალური წარმომადგენლის მოადგილეა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თბილისის ოფისში და პასუხისმგებელია სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე.

ბატონ შელოუს აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, ასევე ის არის მაგისტრი საერთაშორისო სამართალში და ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში.


დრო: 4 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები