ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ღვინის ქვეყანა“ - ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, მო იენის, რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

19 თებერვალს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი” გიწვევთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2012 წლის ლაურეატი მწერლის, მო იენის, რომანის - ”ღვინის ქვეყანა“ - პრეზენტაციაზე. წიგნს მისი მთარგმნელები -  სანდრა ლატარია და ანზორ აბჟანდაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ.

თანამედროვე ჩინეთის გამოჩენილი მწერლის, მო იენის, ყველა რომანმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში. მის რომანებში კარგად ჩანს ავტორის გამორჩეული ნიჭის სიღრმე და თვალსაწიერი. 

”ღვინის ქვეყანა“ არა უბრალოდ გასაოცარი ნაწარმოებია, არამედ ახალი შემოქმედებითი სტილის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის მიღწევაც არც ისე ადვილია ჩვენს დროში. მო იენის ამ სტილისათვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივი, ორიგინალური ხატოვანება, უსაზღვრო წარმოსახვა, გადაჯაჭვული მითოლოგიასთან, და თხრობის სხვადასხვა ფორმის ოსტატური ფლობა. ღრმა ფილოსოფიური და პოლიტიკური კონტექსტით, ეს რომანი არა მხოლოდ ჩინეთის პრობლემებს ეხება და არა მხოლოდ ჩინური კულტურის კუთვნილებაა, არამედ მთელი კაცობრიობისა” (ქენძაბურო ოე). 

შეხვედრის დრო: 19 თებერვალი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

ბანერები