ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია და ლექცია

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება.

ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 28 თებერვალს, 9:00 საათიდან, უყურონ პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან, ხოლო 9:30 საათზე პროფესორი კვანგ ვუნგ ლი შეუერთდება აუდიტორიას და წაიკითხავს ლექციას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში.


დრო
: 28 თებერვალი, 9:00 საათი

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები