ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

GROWIN საჯარო ლექციების სერია – შეხვედრა გიორგი კალატოზიშვილთან

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელთან, ქოუჩინგის პირველ კომპანიასთან საქართველოში, „გროუინისთან“, თანამშრომლობით, იწყებს საჯარო ლექციების სერიას.

შეხვედრების ფარგლებში პირველ საჯარო ლექციას 23 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ფორბსის (E405) აუდიტორიაში წაიკითხავს Growin-ის ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი.

ლექციის თემა: ეფექტური პრეზენტაციები

ლექციებზე დასასწრებად საჭიროა, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციისთვის დააწკაპუნე აქ.

მონაწილეებს, რომლებიც GROWIN საჯარო ლექციების სერიის ფარგლებში დაგეგმილ თითოეულ შეხვედრას დაესწრებიან, გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გიორგი კალატოზიშვილის შესახებ

გიორგი კალატოზიშვილი არის The MGI Management Institute-ის და აშშ-ის პიარასოციაციის (PRSA) სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ქოუჩი. მას აქვს საკონსულტაციო ბიზნესსა და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 13-წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება; ჩატარებული აქვს 100-მდე ტრენინგი, მასტერკლასი და საჯარო ლექცია. 2015 წლიდან დღემდე მართავს ტრენინგებს „ბერნეისის პიარ კოლეჯში” (Public Relations College, კრიზისული პიარი) და Cambridge Study-ში (კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიანი მართვა).

დრო: 23 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ფორბსის აუდიტორია (E405), ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირედ)

დასწრება თავისუფალია, მაგრამ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის გადადით აქ.

 

 

ბანერები