ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გრეჰემ თორნიკროფთის ლექცია ილიაუნიში

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 13.00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (A კორპუსი, ჭავჭავაძის 32) გაიმართება ლონდონის სამეფო კოლეჯის ფსიქიატრიის ინსტიტუტის პროფესორის, გრეჰემ თორნიკროფთის საჯარო ლექცია თემაზე: "ჰოსპიტალური და სათემო/თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების ბალანსირება".

გრეჰემ თორნიკროფთის კვლევის ძირითადი არეებია ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა, ფსიქიატრიული სერვისები; ინდივიდუალური და მოსახლეობის საჭიროებების შეფასება; მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა.

შეხვედრა იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ეგიდით.

ბანერები