ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის

ღონისძიებები

28 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) შედგება საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის აცხადებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის.

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია, აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია; დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზაციაში; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისკენ, ამ გზით კი ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და, საბოლოოდ, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან მის ფარგლებს გარეთ უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ასევე პირებს, რომელთაც 2015 წელს დაამთავრეს ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი).

პროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა - 10 000 ლარს.

ცალკეულ შემთხვევებში, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას.

რეგისტრაცია და ვადები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ფონდის ვებგვერდზე www.tsfund.ge და შეავსოთ პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა. ამის შემდეგ შეძლებთ, დაარეგისტრიროთ საგრანტო პროექტი.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 25 ნოემბრის 00:00 საათამდე.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროექტის საბოლოო წარდგენის შემდეგ, ელექტრონული ბაზა პროექტს მიანიჭებს უნიკალურ შიფრს და განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ხელმოწერილი, დასკანერებული სახით, 26 ნოემბრის 00:00 საათამდე გაიგზავნება ფონდში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sig@tsfund.ge

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი ჩიქოვანი
ტელ.: 577 741447
ელფოსტა: chikovani@tsfund.ge
გელა ჯავახიშვილი
ტელ.: 577 112001
ელფოსტა: javakhishvili@tsfund.ge

ბანერები