ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გრაფიკული დიზაინის ტრენინგი ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

თანამედროვე მსოფლიოში უდიდესი გამოწვევაა არქიტექტურული ნაგებობების სწორად შექმნა ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები და ჯანსაღი გარემო შენარჩუნებული იყოს.

არქიტექტურა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა ამის გამო და დიდ როლს თამაშობს ზემოთქმული საკითხების დაგეგმვაში.

სწორედ ამიტომ ფაბლაბ ილიაუნის ორგანიზებით ილიაუნის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგკურსი გრაფიკული ნამუშევრების ლაზერული მჭრელისთვის სწორად მომზადებაში.

ტრენინგკურსზე განხილული იქნება გრაფიკული პროგრამა Corel Draw.

ტრენინგის ჩატარების დღეები: მაისის ყოველი ოთხშაბათი, 15:00-17:00 საათი, პარასკევი, 15:00-17:00 საათი

► ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის მიმართულების სტუდენტებს.

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2019 წლის 18 აპრილისა.

► სააპლიკაციო ფორმაhttps://forms.gle/eaEA8r2R8czUHaQQ6

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2019 წლის 21 აპრილისა.

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z


საკონტაქტო პირები:

ავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.
ელფოსტა: mgebrishvilia@gmail.com

გოგა საათაშვილი – ფაბლაბ ილიაუნის ბიზნესექსპერტი.
ელფოსტა: gogasaatashvili@gmail.com

 

ბანერები