ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გრაფიკული დიზაინის ონლაინკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ღონისძიებები

დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობის კულტურა, თანამედროვე პროფესიების განვითარება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, შინიდან გაუსვლელად, მისთვის მოსახერხებელ გარემოში იმუშაოს ან გლობალურ ბაზარზე დასაქმება შეძლოს. გრაფიკული დიზაინი კი სწორედ ასეთ პროფესიათა შორისაა. 

გრაფიკული დიზაინი, რომელსაც „ვიზუალურ კომუნიკაციას“ უწოდებენ, გვეხმარება ჩვენსა და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. მას სხვადასხვა ინფორმაციის შესაბამისი ფორმით მოწოდება შეუძლია, ამიტომაც თანამედროვე სამყაროში დიდი ადგილი უკავია.

ფაბლაბ ილიაუნი სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგის კურსს, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, შინიდან გაუსვლელად შეძლონ სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმაზე მუშაობა. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან Adobe Illustrator CC-ს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კურსის გავლა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.

სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/UGjTU4Z6Ptmf7o7RA

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 50 მოსწავლეს, შესაბამისად, ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 5 მაისისა.


ფაბლაბ ილიაუნის:

Facebook-ის გვერდი – https://bit.ly/2xYTVPe 

Facebook-ის ჯგუფი – https://bit.ly/2JJ7FA4 

Instagram-ი – https://bit.ly/3c2U2aT 

ბანერები