ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგკურსი

ღონისძიებები

ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა, ალტერნატიული ტექნოლოგიური სერვისები და საქართველოში თანამედროვე პროფესიების განვითარება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, დავივიწყოთ გეოგრაფიული საზღვრები და  მსოფლიო გლობალურ ბაზარზე დასაქმება შევძლოთ

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,   ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგკურსს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ თქვენთვის სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმებზე მუშაობა.

ფაბლაბ ილიაუნი 6 აპრილიდან იწყებს Аdobe illustratorCC-ის ტრენინგს თქვენსა და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად.

ტრენინგზე სტუდენტებს შეხება ექნებათ Adobe Photoshop-თანაც.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 4 აპრილისა.

სააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/2xawT7q

პროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 სტუდენტს, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 5 აპრილისა

ფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z


საკონტაქტო პირები: 

ავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი.

ელფოსტა: avtandili.mghebrishvili.1@iliauni.edu.ge

ბანერები