ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Google–ის დეველოპერების ჯგუფის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 იანვარს 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება Google–ის დეველოპერების ჯგუფისა და ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის პრეზენტაცია, რომელთა წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება მიიღებს დაწვრილებით ინფორმაციას ამ ორი ჯგუფის საქმიანობის შესახებ – თუ რა პროექტებს ახორციელებენ ისინი, რა პერსპექტივებს ქმნიან ახალგაზრდებისთვის და რა კავშირი აქვთ კომპანია Google–თან. შეხვედრაზე სიტყვით წარსდგებიან “ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის” პრეზიდენტი და დამფუძნებლები.

GDG თბილისისა და ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბის ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლობის საქმიანობაში ჩართვის მსურველებს საშუალება ექნებათ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაესაუბრონ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ადგილზევე გაიარონ რეგისტრაცია ჯგუფებში გასაწევრიანებლად.

პრეზენტაციაზე ასევე განიხილება   ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის აქტივობები, რომელიც შემოთავაზებულ იქნა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ბანერები