ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გოდერძი დიდებულიძის საჯარო ლექცია: სეისმო-აერონომიული ეფექტები და მიწისძვრის ოპტიკური მაცნე

ღონისძიებები

21 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, გოდერძი დიდებულიძესთან.

შეხვედრის თემა: სეისმო-აერონომიული ეფექტები და მიწისძვრის ოპტიკური მაცნე

შეხვედრაზე განხილულ იქნება ზედა ატმოსფეროსა და იონოსფეროს მგრძნობიარობა მიწისძვრებზე. ნაჩვენები იქნება ამ რეგიონების ღამის ცის ნათების ინტენსივობის საგრძნობი ცვლილებები მიწისძვრის წინა პერიოდში, რომელიც პირველად აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში იქნა დამზერილი და რომელიც „მიწისძვრის ოპტიკურ მაცნედ“ იწოდება. განხილულ იქნება ამ მოვლენის მნიშვნელობა მიწისძვრების პროგნოზირებისათვის და მისი შესაძლო მოდელირება.

დრო: 21 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები