ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

17 ნოემბერს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში, A305 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი #32) გაიმართება გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია. შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის პირობების, კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ.

პროგრამის შესახებ
სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში სრული დაფინანსებით. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.

პროგრამა ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. მის ადმინისტრირებას კი ახდენს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭო (IREX).

იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.>>

ბანერები