ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: Tech Talk

ღონისძიებები

11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას Tech Talk-ი.

მომხსენებელი, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი არჩილ ლაზარიაშვილი, გაგვაცნობს ინფორმაციას კომპანიის შესახებ, დეტალურად მოგვიყვება მისი საქმიანობის შესახებ – როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, ფოტოგრამეტრიული აეროგადაღება, მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით.

 WeScan Georgia გვთავაზობს რეალობის ახალი განზომილებას 3D ფოტორეალისტური სკანირების საშუალებით, თანამედროვე მეთოდით, რომელიც გარშემო არსებული სინამდვილის ციფრულ სამყაროში გადატანას ემსახურება.

შეხვედრის დრო: 11 ნოემბერი, 19:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2021 წელი

ბანერები