ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: startup night

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია “startup night”.

შეხვედრის მომხსენებელი იქნება სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი, რომელიც მოგიყვებათ საკუთარი წარმატების შესახებ, ასევე კომპანიის სიახლეებსა და დაბრკოლებებზე.

„Phubber“, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.

აღნიშნული ქართული სტარტაპი მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა.

შეხვედრის დრო: 12 ნოემბერი, 19:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი 

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

2021 წელი

ბანერები