ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში

ღონისძიებები

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია „მდგრადი განვითარება მეწარმეობაში“.

შეხვედრაზე წარმატებული ანტრეპრენერები მოგიყვებიან თავიანთი საქმიანობის, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ.

შეხვედრის მომხსენებლები იქნებიან: პარკი არ მინდას დამფუძნებელი მარიამ ფესვიანიძე და ტენეს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი

ტენე კომპანია ჯინვენტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი „მწვანე“ USB კაბელია, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას.

პარკი არ მინდა ეკოსაგანმანათლებლო პროექტია, რომლის მიზანია შემოგთავაზოთ ყოვლისმომცველი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები საქართველოში ეკოლოგიურად უფრო სუფთა ცხოვრებისათვის.

შეხვედრის დრო: 13 ნოემბერი, 19:00 საათი

შეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი 

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს

2021 წელი

 

ბანერები