Giovanni Morra – ბრენდის ხასიათი
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.
ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 19:00-20:00 საათზე, სტუდენტებს შეხვდება Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე თემაზე: „როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი“.
Storytelling, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის, ავტორებმა მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა, თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შეხედულებას მნიშვნელოვან თემებზე.
დრო: 14 დეკემბერი, 19:00-20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული