ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ხერგიანის შეხვედრა თემაზე: „ვირუსული კამპანია ხო არ გესიამოვნებათ?”

ღონისძიებები

სოციალური მედიის მენეჯერი, ქოფირაითერი და „ნაირნაირის“ დამფუძნებელი გიორგი ხერგიანი გამართავს შეხვედრას თემაზე: „ვირუსული კამპანია ხო არ გესიამოვნებათ?”.

ლექციაზე საუბარი იქნება კომპანიათა „ვირუსულ“ კამპანიებზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე გამორჩეული ქეისი, რომლებშიც მომხსენებელს საკუთარი წვლილი შეუტანია. საუბარი ასევე შეეხება სხვადასხვა ბრენდის წარმატების ისტორიას, მომხმარებელთან მაქსიმალურად ინდივიდუალური დამოკიდებულების აუცილებლობას, ასევე ეს ყველაფერი როგორ ეხმარება ვირუსული კამპანიების განხორციელებას. 

დრო: 17 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: ახალი სტუდენტური სივრცე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები