ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ნონიაშვილის საჯარო ლექცია: „დისკრიმინაცია - ძალაუფლების იარაღი“

ღონისძიებები

23 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, კონსტიტუციონალისტი გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დისკრიმინაცია - ძალაუფლების იარაღი“.

პოლიტიკური ელიტის ნაწილი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე საუბარს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს. ელექტორატის მოზიდვა ხშირად უმცირესობების ჩაგვრით და სახლში გამოკეტვის დაპირებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებულია ადამიანის უფლებების თანასწორ დაცვაზე, დემოკრატიის მიერ მონიჭებული იარაღით, უმრავლესობის ნება შესაძლოა უმცირესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. ლექცია შეეხება თანასწორ პირთა მიმართ არათანასწორი მოპყრობის (და პირიქით) ზოგად პრობლემატიკას და პოსტსაბჭოთა სივრცის ქართულ კონტექსტს.

დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები