ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია: რატომ გვჭირდება თანასწორობა

ღონისძიებები

18 ნოემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი, გიორგი მშვენიერაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: რატომ გვჭირდება თანასწორობა.

საზოგადოების ნაწილი ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას და თანასწორობის უფლებისთვის სამოქალაქო აქტივისტთა ბრძოლას „დასავლეთისგან თავსმოხვეულად“ აღიქვამს და ცდილობს, მას, როგორც უცხოსაა და არასასურველს, დაუპირისპირდეს. თუმცა, საზოგადოების იმავე ნაწილის წევრები - შეკითხვაზე, არიან თუ არა მზად, შეეგუონ უთანასწორო მოპყრობას, როგორც წესი, პასუხობს არა „არას“, არამედ „რატომს". მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ თანასწორობის უფლება არ არის ადამიანების მიერ კეთილშობილების გამოვლინება, არამედ ის ჩვენი საჭიროებაა.

დრო: 18 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები