ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი მშვენიერაძის საჯარო ლექცია: ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“

ღონისძიებები

25 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ჯონ სტიუარტ მილის „თავისუფლების შესახებ“ („On Liberty“). ლექციაზე მიმოხილული იქნება სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივი, თავისუფლება; იმ ძალაუფლების ბუნება და საზღვრები, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება კანონიერად განახორციელოს ინდივიდზე.

მომხსენებლის შესახებ

გიორგი მშვენიერაძე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორია. 2007 წლიდან აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში (კავკასიის უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). ასევე, არის ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გამგეობის წევრი.

გიორგი მშვენიერაძემ 2005 წელს დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამჟამად დოქტორანტია საჯარო სამართლის მიმართულებით. მას აქვს საჯარო სამართლის (კონსტიტუციური სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი) მიმართულებით იურისტად მუშაობის ფართო გამოცდილება, კერძოდ: 2005-2012 წლებში მუშაობდა სახალხო დამცველის ოფისში სხვადასხვა თანამდებობაზე; იყო სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; 2012 წელს მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მთავარ მრჩევლად.

დრო: 25 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები