ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი მიქელაძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

ღონისძიებები

4 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტ  გიორგი მიქელაძის ლექციაზე.

ლექციის თემა: „საქართველოს ჭარბწყლიანი ტერიტორიების იდენტიფიკაცია, დელინეაცია და კლასიფიკაცია დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“.

თემის მოკლე აღწერა:
მიუხედავად იმისა, რომ ჭარბწყლიანი ტერიტორიები საქართველოს არცთუ ისე ვრცელ ზედაპირს მოიცავს, ამ ეკოსისტემებს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს.  ეს  გარემო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის. ჭარბწყლიან ტერიტორიებს  აქვთ  წყალმარეგულირებელი, ბუნებრივი კატასტროფისგან დამცავი და წყლის გამწმენდი ფუნქციები. აღსანიშნავია მათი როლი ნახშირბადის სეკვესტრაციაში, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახშირბადის საცავია მსოფლიოში და კლიმატის შერბილების კუთხით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.  

პროექტის მიზანია ამ უმნიშვნელოვანესი ჰაბიტატების ადგილმდებარეობის დადგენა, მათი ფართობების განსაზღვრა და ჰაბიტატების EUNIS იერარქიული სისტემის მიხედვით კლასიფიცირება. სამუშაო განხორციელდა თანამგზავრული ტექნოლოგიების, გეოინფორმაციული სისტემებისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.  ამის შესახებ  ინფორმაცია დაწვრილებით  იქნება წარმოდგენილი ილიაუნის სამეცნიერო კაფეში.

დრო: 4 ივლისი, 15 :00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები