ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი მელაძისა და გიორგი ნონიაშვილის საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის ხელშეწყობითა და სტუდენტური კლუბის - "Lex ferenda" - ორგანიზებით, ჩატარდება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება.
ლექციას წაიკითხავენ და დისკუსიას გაუძღვებიან ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე და ამავე ცენტრის მკვლევარი, გიორგი ნონიაშვილი.

დრო: 9 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები