ღონისძიებები
20 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
ღონისძიებები
5 ივლისი, 2024
გიორგი მაისურაძე ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ
ღონისძიებები
13 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”, გიწვევთ ილიაუნის ლიტერატურული კლუბის მორიგ შეხვედრაზე. ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ფიოდორ დოსტოევსკის შესახებ ისაუბრებს.დოსტოევსკის არა მხოლოდ რომანებია ”პოლიფონიური“, არამედ თავად ამ რომანების ავტორიც.
მისი ხშირად ურთიერთგამომრიცხავი აზრები და ხატები დოსტოევსკის პიროვნულ პოლიფონიურობაზე მიუთითებს, რაც მის ერთფეროვან წაკითხვასა და ინტერპრეტაციას შეუძლებელს ხდის.დოსტოევსკის შინაგანი დანაწევრებულობა მთელი სიმძაფრით ღმერთის არსებობა - არარსე ბობის თემაში ვლინდება. დოსტოევსკის სამყარო ღმერთის გამოცხადებული მკვლელობის პანიკური მოლოდინი და მისი გარდაუვალობის აფექტური ფორმით უარყოფაა.
დასწრება თავისუფალია.
გელით ყველას!