ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ცხადაიას მოხსენება: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”

ღონისძიებები

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F415 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ცხადაია, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კოლოქვიუმის ფარგლებში,წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ჰუსერლის დერიდასეული კრიტიკა”.

ჟაკ დერიდამ 1967 წელს გამოაქვეყნა სამი ფუნდამენტური ნაშრომი: „გრამატოლოგიის შესახებ“ (De la grammatologie), „წერა და განსხვავება“ (L'Écriture et la difference) და „ხმა და ფენომენი“ (La Voix et le Phénomène). ამ უკანასკნელ ნაშრომში დერიდა გვთავაზობსფენომენოლოგიის ფუძემდებლის, ედმუნდ ჰუსერლის, „ლოგიკური გამოკვლევების“ პირველი გამოკვლევის საფუძვლიან ანალიზს. ეს დერიდას მიერ ჰუსერლის შესახებ დაწერილი პირველი ნაშრომი არ გახლავთ. მანამდე დერიდამ სადიპლომო ნამუშევრის სახითდაწერა „წარმოშობის პრობლემა ჰუსერლის ფილოსოფიაში” (Le Problème de la genèse dans la philosophie de Husserl). თუმცა, ამის მიუხედავად, „ხმა და ფენომენი“ წარმოადგენს დერიდას მიერ ჰუსერლზე გაკეთებულ მომწიფებულ კომენტარს.

„ხმა და ფენომენის“ კრიტიკა ფენომენოლოგების მიერ ხშირი არ არის, ვინაიდან ფენომენოლოგები „ლოგიკურ გამოკვლევებს“ უყურებენ, როგორც ადრეულ, მოუმწიფებელ ნაშრომს ჰუსერლის ფილოსოფიაში, და დერიდას მიერ ამ ნაშრომის კრიტიკას განსაკუთრებულყურადღებას არ აქცევენ. თავად დერიდა კი მიიჩნევდა, რომ ის ძირითადი პოსტულატები, რაც ჰუსერლმა „ლოგიკურ გამოკვლევებში“ ჩამოაყალიბა, არ შეცვლილა არც მის გვიანდელ ნაშრომებში. შესაბამისად, დერიდას აინტერესებს, რა არის ამ პოსტულატებისმთავარი პრობლემა, რაც მომავალში მთლიანად ფენომენოლოგიის კრიტიკისთვის უნდა გამოგვადგეს.

დღესდღეობით, დერიდას მიერ ჰუსერლის წაკითხვის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული კრიტიკა ჟენევის უნივერსიტეტში მოღვაწე ბრიტანელმა ანალიტიკოსმა ფილოსოფოსმა, კევინ მულიგანმა, მოგვცა. მულიგანმა 1991 წელს ჟურნალ Topoi-ში გამოაქვეყნასტატია, სახელწოდებით - „როგორ არ უნდა წავიკითხოთ: დერიდა ჰუსერლის შესახებ“ (How not to read: Derrida on Husserl). ამ სტატიაში მულიგანი მთლიანად უარყოფს დერიდას მთავარ არგუმენტებს ჰუსერლის წინააღმდეგ და დერიდას ადანაშაულებს იმაში, რომეს უკანასკნელი ვერ ამტკიცებს იმას, რომ „განმეორებითობის“ არსებობა ნიშნავს დერიდას მიერ მოხმობილი, ფენომენოლოგიაში არსებული დიქოტომიების (რაც, დერიდას აზრით, უშუალოდ ჰუსერლის პირველ ლოგიკურ გამოკვლევაში გვხვდება) დეკონსტრუქციას.

დრო: 8 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 415 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

ბანერები