ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ჭაუჭიძის საჯარო ლექცია „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 16:00 საათზე, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში განათლების კოალიციის ორგანიზებით მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჭაუჭიძის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ჭაუჭიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის, და ისტორიის მასწავლებელია. 2019 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა.

პროექტის შესახებ 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – კონკურსი ყოველწლიურად იმართება განათლების კოალიციის ინიციატივით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების კოალიციასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლიდან მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში. 
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/GIN05

დრო: 18 დეკემბერი, 16:00-17:30 სთ.

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების კორპუსი, T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები