ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ბაქრაძის საჯარო ლექცია: ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“.

მომხსენებელი ისაუბრებს საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესზე და მასში უცხოური გამოცდილების საუკეთესო მაგალითების გამოყენებაზე.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები