ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გიორგი ანთაძის საჯარო ლექცია ახალი ნავთობსაბადოს განვითარების შესახებ

ღონისძიებები

14 თებერვალს, ოთხშაბათს,  16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  Lancaster EPS-ის პროექტის კონტროლისა და დაგეგმვის მენეჯერი გიორგი ანთაძე გამართავს საჯარო ლექციას ჩრდილოეთ ზღვაში (West of Shetland) ახალი ნავთობსაბადოს განვითარების პროექტის შესახებ.

ლექციაზე განხილული იქნება ნავთობის დაბალი ფასის პირობებში დიდი საბადოების განვითარების ახალი მიდგომები, რომელთა გამოც აღნიშნული პროექტისადმი საერთაშორისო ნავთობინდუსტრიის ინტერესი დღითიდღე იზრდება.

დრო: 14 თებერვალი,16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები